მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

პრემიერის თქმით, ამის შესახებ საზოგადოება იქნება ინფორმირებული.

„მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება და ამაზე საზოგადოება იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა პრემიერმა.