ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენი აზრებით ვართ მასთან და სლოვაკეთის ხალხთან ამ რთულ პერიოდში“, - წერს ირაკლი კობახიძე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ის ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევა ბრატისლავასთან მთავრობის სხდომის შემდეგ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ამასთან, „როიტერთან“ საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო და დაინახა, როგორ აკავებდა პოლიცია მამაკაცს.