"რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, ამერიკის შეერთებული სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. ბავშვური საქციელია - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაიდენის მიერ გაუქმებული მიწვევა.
"ამ ვახშამს თუ ხელის ჩამორთმევას ესწრებოდა რამდენიმე ავტორიტარული ქვეყნის ლიდერი. ბაიდენმა მიიწვია ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი.
იქ მიწვეული იყო 150 სახელმწიფოზე მეტი ქვეყნის ლიდერი, ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მიწვევას ამაზე გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები. რამდენიმე ათეული ავტორიტარული ქვეყნის ლიდერს რომ იწვევენ და საქართველოს უუქმებენ მიწვევას, საზოგადოება გამოიტანს დასკვნას.
მას შემდეგ რაც გაუქმდა ბაიდენბის ვახშამი, ერთად წავედით ბატონ ზალკალიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად.: - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.