საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმავოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
Congratulations to Mark Rutte, the 14th @SecGenNATO. I wish him continued success in this important role. As an active contributor to NATO-led operations, Georgia, a reliable and steadfast partner, is ready to further support the alliance, deepen existing cooperation, and promote…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 1, 2024