პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი ეროვნული ფასეულობების და ცნობიერების დაცვის შესახებ.
ქანთარიას ინიციატივას კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „ ამ კუთხით მე არც ეროვნული ცნობიერების შინაარსი მესმის და არც ცნობიერების. კონსტიტუციაში ეროვნული ცნობიერება ცოტა სახიფათო რამ არის. ცნობიერების განვითარებაზე ვინც ზრუნავს, ეს არ ვიცი რას ნიშნავს.. ნიშნავს ადამიანების იდეოლოგიზაციას ხო? და ეროვნული რომ წერია დამატებით, ეს ნიშნავს უკვე ნაციონალისტურ იდეოლოგიზაციას“.