ჩვენ როგორც ვიცით, კონტრაქტის გაფორმებისას საუბარი იყო იმაზე, რომ წინა კამპანიებმა, წინა გადახდილმა ფულმა არ გაჭრა და ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება. მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა, - რითაც გამოეხმაურა ქრონიკის“ ექსკლუზიურ ფოტოს, რომელიც ასახავს ლონდონში დავით კეზერაშვილის მონაწილეობით გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს.
„მათ აქვთ ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, სხვანაირად კეზერაშვილი ვერც იმოქმედებს, მას აქვს თავისი ცოდვები, არის თავისი ცოდვების მძევალი და იძულებულია დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. საუბარია ასეულობით მილიონის მოპარვაზე, ჯარის გაძარცვაზე, კორუფციაზე, ბიზნესის რეკეტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი კონტრაქტი არ გვიკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.