ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ივნისის თვეში გვქონდა კარგი მაჩვენებელი 8,6 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა. ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 7,9 პროცენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ისეთმა დარგებმა როგორიც არის დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საფინანსო, სადაზღვევო სექტორი.
„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვალნდელი პროგნოზი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს შედეგები არის ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე. ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს. მათი წარმატებული მუშაობის შედეგია ეს წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











