ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. 

პრემიერის თქმით, ეს ადამიანები გაღიზიანებას ვერ მალავენ, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

 „ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე დავდგებით იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ადამიანები გაღიზიანებას ვერ მალავენ, იმის გამო, რომ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.