იაფ გაზთან დაკავშირებით 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რა კითხვაც დაისვა „ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებში ენერგეტიკის ექსპერტის მხრიდან,  იმას გაეცა პასუხი კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ – კონკრეტული ხელშეკრულებით.

„ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებში ენერგეტიკის ექსპერტმა კითხვა დაგვისვა, რომ იყო 20-წლიანი შეთანხმება სოციალურ გაზთან, იაფ გაზთან დაკავშირებით და ამ შეთანხმებას წელს ეწურებოდა ვადა და იქ კითხვა დასვა, ამაზე საერთოდ რას ფიქრობთო. შედეგი გვაქვს – ეს 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით. რა კითხვაც დაისვა, იმას გაეცა პასუხი კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ – კონკრეტული ხელშეკრულებით“, –  აღნიშნა პრემიერმა.