საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი არის ის პიროვნება, ვინც ყველაფერს ანტიევროპულს განასახიერებს თავისი საქმიანობით, როცა იყო საქართველოს პრეზიდენტი.
„გუბაზ სანიკიძე ანტიევროპის სახეა საქართველოში – თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით. სააკაშვილი არის ზუსტად ის პიროვნება, ვინც ყველაფერს ანტიევროპულს განასახიერებს თავისი საქმიანობით, როცა იყო საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანაში ყველაზე არაევროპული რეჟიმი მაშინ იყო – ადამიანის უფლებების შელახვით, რუსეთის გავლენის გაფართოებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.