ეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
ბიზნესის რეკეტით, ჯარის გაძარცვითა და საერთაშორისო თაღლითობით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რომელიც საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს.#არალიბერალურფაშიზმს