საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლეს.