საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადება მისთვის გასაოცარია.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა მაია სანდუს იმ განცხადებაზე, სადაც სანდუ ამბობს, რომ „ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა“.

„ჩემთვის, პირველ რიგში, გასაოცარია ასეთი განცხადება. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზადაა, ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ. ამ განცხადებას როცა აკეთებს პოლიტიკური ლიდერი, არც ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამაზე. ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენთან ერთად, 90-იანი წლების დასაწყისში. დანარჩენი, ბუნებრივია, მოლდოვის საქმეა, თავად გაერკვევიან ალბათ საკუთარ საკითხებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.