აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში, დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თელავში, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით იმართება.
„აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება“, - განაცხადა პრემიერმა.