„ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

"ერთადერთი, ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას, გამჭვირვალობასა და დემოკრატიას შორის. არაფერი სხვა. გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“