ახალგაზრდებისთვის მთავრობის ეგიდით სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ათასობით კურსდამთავრებულია ჩართული და საკმაოდ კარგი შედეგებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბევრი სტაჟიორია, რომელიც შემოვიდა სტაჟიორის სტატუსით, დასაქმდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ ეს სისტემა.

„ახალგაზრდული პოლიტიკა არის გასაძლიერებელი. განათლების სამინისტროში არის ახალგაზრდული დეპარტამენტი, რომლის რესურსებიც არის გასაძლიერებელი და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა ტიპის პროგრამები, რომელიც ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და მთავრობის ეგიდით ხორციელდება. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სტაჟირების პროგრამა კურსდამთავრებულებისთვის, რომელშიც ათასობით კურსდამთავრებულია ჩართული და საკმაოდ კარგი შედეგებია, მათ შორის, დასაქმების კუთხით ძალიან ბევრი სტაჟიორი, რომელიც შემოვიდა სტაჟიორის სტატუსით, დასაქმდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ ეს სისტემა. მთავარი, რაც ახალგაზრდულ პოლიტიკასთან არი დაკავშირებული, ეს არის განათლების რეფორმა. მთავარი, რითაც უნდა მიეცეს ახალგაზრდებს თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობა, ეს სწორედ უკეთესი განათლების სისტემაა. ამაზე დაწყებულია აქტიური მუშაობა გვაქვს როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათების სფეროში ჩვენი სტრატეგია წარდგენილი და ეს სტრატეგია აუცილებლად განხორციელდება, რაც ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს საშუალოვადიან პერსპექტივაში.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ფორმატები შეიქმნას, სადაც გვექნება დისკუსიის შესაძლებლობა. აქ საუბარი გვქონდა ჩვენი უახლესი ისტორიის  რთულ ეპიზოდებზე დამინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან არაერთი შეთავაზება კეთდებოდა დიალოგთან, დისკუსიასთან დაკავშირებით, მათ შორის საჯაროდ და სამწუხაროდ, მაშინ ვერცერთი ასეთი დისკუსია ვერ შედგა.ოპოზიციური წნეხის გამო ყველას ეშინოდა ასეთ დისკუსიებში ჩართვა. თუმცა, მე მგონია, რომ უნდა არსებობდეს ჩამოყალიბებული ფორმატები, სადაც მუდმივ რეჟიმში გვექნება ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის საშუალება. მზად ვართ, რომ თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული იდეები ამასთან დაკავშირებით, თქვენთან ვიმუშაოთ“, – განაცხადა პრემიერმა.