ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. 

 „ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, მათ შორის პირველ რიგში, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით იყო ხელფასების გაცემის პრობლემა, სხვადასხვა პრობლემები. ამით ვართ ყოველდღიურად დაკავებული და პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.