50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პერსონალი.

„წვლილის დასაფასებლად 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პერსონალი, რომელიც წარმოდგენილი იყო ჩვენს გუნდში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე იქნება წარდგენილი.