მინდა გამოვეხმაურო “მთავარი არხის” სიუჟეტის ანონსში
ჩემს შესახებ გასულ აბსოლუტურ სიცრუეს.
სიუჟეტის ანონსში “მთავარი არხის” ე.წ. “წყარო”, შეცვლილი ხმით ყვება აბსურდულ ისტორიას -თითქოს მე, თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე,
დაბარებული ვიყავი სუს-ში გამოკითხვაზე, სადაც დამაკავეს და მხოლოდ თბილისის მერის ჩარევის შემდეგ გამათავისუფლეს. - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ამ სიუჟეტის ანონსის ნახვის შემდეგ, მე დავუკავშირდი მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობდა.
მე მას განვუმარტე, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა და რომ არასდროს, არცერთ სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე დაბარებული და მითუმეტეს დაკავებული არ ვყოფილვარ და ყველაფერი რაც სიუჟეტის ანონსში იქნა გაშვებული, აბსოლუტური ტყუილი იყო. ამავდროულად ვურჩიე, რომ ეს სიცრუე არ გაევრცელებინათ!
დაველოდები ეთერში სრული სიუჟეტის გასვლას და თუკი მასში ისევე დაუსაბუთებლად, ცალმხრივად და ცილისმწამებლურად იქნება წარმოდგენილი მოვლენები, როგორ შთაბეჭდილებასაც გასული ანონსი ცალსახად ტოვებს, მაშინ, როგორც ზემოთხსენებულ ჟურნალისტს განვუცხადე, მივმართავ სამართლებრივ გზებს!
კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც მთავარი არხი აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არცერთი მარცვალი არ არის!" - წერს ირაკლი ხმალაძე.