ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების წინსვლას და მომდევნო ეტაპზე გადასვლას. ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – წერს პრემიერ მინისტრი.
Very important meeting w/@vonderleyen. Outlined robust actions and efficient reforms of 🇬🇪 on the way to 🇪🇺 integration. We hope for @EU_Commission's support to advance the 🇬🇪-🇪🇺 relations to the next level! With strong reform agenda 🇬🇪 deserves candidate status. pic.twitter.com/M7a145H8SD
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 18, 2023