„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს მომდევნო შაბათს, 13 აპრილს შეხვდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პარტიულ აქტივთან.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.