საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის მერვე ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. და განაცხადა, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.