"თვეებია ეს შედეგი არის დამდგარი, უბრალოდ გუშინ მოხდა ამის გაფორმება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ ჩვენ წარმატებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი." – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფაქტობრივად ცხრა თვეა ამას ვამბობთ, რომ ეს ადამიანი და მისი გარემოცვა ტოვებს პარტია, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ ჩვენ წარმატებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის დღის წესრიგში ბატონი ნიკა უკვე არ განიხილება უკვე თვეებია თავისივე გადაწყვეტილების გამო. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებისა ნიკა მელია და მისი საარჩევნო შტაბის წევრები და მისი გარემოცვა ბოიკოტს უცხადებდნენ სხვადასხვა ფორმით პარტიას, ამიტომ მათი მხრიდან გასაგები იქნება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმავეს ვიმეორებ - „ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ყველასთვის ღია და ყველას შეუძლია დადგეს თავის პირად ამბიციაზე მაღლა. თვეებია ეს შედეგი არის დამდგარი, უბრალოდ გუშინ მოხდა ამის გაფორმება. რაც შეეხება ნიკა მელიას მხრიდან ახალი პარტიის დაფუძნებას, ჩვენ არ განვიხილავთ კონკურენტებად, პირიქით,  ჩვენი მთავარი ბრძოლა არის ივანიშვილის წინააღმდეგ და მივესალმებით ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

 ცნობისთვის, 2023 დეკემბერს 7 დეკემბერს, "ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ "მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში"