ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრა გამართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან ოპერაციების საკითხებში, ტომ გოფუსთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, ომი უკრაინაში და მისი გავლენა რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ალიანსის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა და საჭიროება. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი ნატოში, ვიქტორ დოლიძე და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვინნიკოვი.