საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ რობერტ ბრიგერს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე. 

 მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მისი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

 შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ვახტანგ მახარობლიშვილი და სამხედრო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე.