ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. შეხვედრას ესწრებოდნენ: ლატვიის, შვედეთის, ავსტრიის, მონტენგეროს სლოვენიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მოლდოვას, უნგრეთის და ალბანეთის წარმომადგენლები.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე.
ილია დარჩიაშვილმა მონაწილეებს გააცნო ქართული მხარის მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროპელი პარტნიორების მხრიდან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება.