საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო სამიტს ესწრება.
აღნიშნულს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
"ვაშინგტონი ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი," - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
Washington is hosting NATO's 75th anniversary Summit. I am glad that Georgia, as an aspirant country, is present at an event of such importance. Our country has repeatedly proven that it is reliable, loyal, and one of the most compatible partners of the Alliance. #NATOSummit pic.twitter.com/zBf4UheUbG
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) July 9, 2024