„ევროპა გვართმევს იდენტობას?“ - მე არ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ევროპა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მოგწონთ ეს თუ - არა, - ასე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა„ლელოს“ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის სხდომაზე.
მინისტრობის კანდიდატმა მოუწოდა ანა ნაცვლიშვილს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო პლატფორმებში.
„მინდა მოვუწოდო ანა ნაცვლიშვილს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო პლატფორმებში, რათა გაიგოს, თუ როგორ ვაპირებთ მოლაპარაკებების გახსნას, როგორი იქნება ჩვენი გეგმა. „ევროპა გვართმევს იდენტობას?“ - მე არ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა! ევროპა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მოგწონთ ეს თუ არა"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.