საქართველოს მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ არის ვილნიუსში, ნატოს სამიტზე. მისივე აზრით, გონიერი ხალხი დაასკვნის, რომ საქართველო აღარაა დაინტერესებული თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების სერიოზულად ხელშეწყობით. - ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ "მთავარ არხთან" განაცხადა.
"ღრმად შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ საქართველოს პირველი პირები არ ესწრებოდნენ ნატოს ისტორიულ სამიტს. ვილნიუსში ბელორუსის ოპოზიციამაც კი გააგზავნა თავისი ლიდერი და მაღალი დონით იყო წარმოდგენილი. ეს არის ძალიან საშიში სტრატეგია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ არც პრეზიდენტი და არც პრემიერი ლიეტუვაში არ იმყოფებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია, რაც ოდესმე ჩატარებულა. ის ეხება ნატოს გაფართოების საკითხს და ამ დროს საქართველო არ არის წარმოდგენილი მაღალი დონით. ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს ზიანს მიაყენებს და ზოგადად ქვეყნის მისწრაფებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არ მესმის მიზეზი თუ რატომ არ იმყოფებოდა სამიტზე ან პრეზიდენტი ან პრემიერი, ეს როგორ უნდა ახსნას ხელისუფლებამ? - ამბობს იან კელი.