30 მილიონი ჯარს რომ დაამატონ რომელიმე სამინისტროს ნაცვლად, ხალხი თავისი ნებით წავა ჯარში და მეტიც, რიგში იდგებიან - ამის შესახებ "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ, ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის დაწესების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
"თუკი მიმზიდველ პირობებს შეუქმნი იძულება საჭირო აღარ იქნება, რომელიმე სამინისტროს ნაცვლად 30 მილიონი ჯარს, რომ დაამატონ ხალხი თავისი ნებით წავა ჯარში და მეტიც რიგში იდგებიან. იძულება რატომ სჭირდებათ? - იმისთვის რომ პოლიტიკური ზემოქმედება ჰქონდეთ მოპროტესტე ელექტორატზე," - აცხადებს ხვიჩია.