მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ”გირჩი” თავმჯდომარე დემოკრატიის ფესტივალის ჩატარება  არანაირ პრობლემას არ ქმნის. პირიქით, საარჩევნო პროცესის დროს საზოგადოების  ინფორმირებას უწყობს ხელს.

"თუ სხვა რაღაცაში გეხმარები, საარჩევნო პროცესში რომ შევძლო უკეთესად მოსახლეობის ინფორმირება, მაგაშიც რომ დაგეხმარო, ყველა დავპატიჟო - "ქოცი“, "ნაცი“, "გირჩი“, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

რაც შეეხება ფულის ხარჯვას, მე მგონია აქ ახალი არაფერი არ ხდება, სრულიად გამჭვირვალე ფული სრულიად გამჭვირვალედ იხარჯება იმაში, რომ ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკონ. ის, რომ ამ ლაპარაკის შინაარსი უხარისხო გამოდის, ეს მათი - უცხოელების ბრალი არ არის.

როგორც მორწმუნეს ვერ დაუშლი ხატით სიარულს, ისე "ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერს ვერ დაუშლი "ფრი მიშას" პლაკატით სიარულს,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.