რაც დღეს სოხუმში ქნა ხალხმა, ტექნიკურად ის იყო და არის გასაკეთებელი აქაც, ნაცვლად იმ უაზრო ენჯეო აქტივიზმისა და ქუჩაში ხალხის წინ და უკან ტარებისა." - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:

"რაც დღეს სოხუმში ქნა ხალხმა, ტექნიკურად ის იყო და არის გასაკეთებელი აქაც, ნაცვლად იმ უაზრო ენჯეო აქტივიზმისა და ქუჩაში ხალხის წინ და უკან ტარებისა.

(ამის შესახებ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია)

ეს ყველას ესმის აქაც, მაგრამ ან ქართველ პოლიტიკოსთა მიზანია სხვა და ან გამბედაობის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე (რბილად რომ ვთქვათ).

ამიტომ არ გამოჰყავთ ჩვენთან ხალხი ქუჩაში სერიოზული საქმისთვის, უბრალოდ გამოიყვანენ და ელაზღანდარებიან.

სოხუმში კი ხალხი მართლა საქმის გასაკეთებლად და საჩხუბრად არის გამოსული და არა საცეკვაოდ და სათამაშოდ.

ასე გაბრაზებული როცა გამოვალთ და მოვითხოვთ რამეს, მაშინ მივიღებთ შედეგს და არა მაშინ როცა გასართობად ვიკრიბებით და თან გვინდა რო პუტინი დავამარცხოთ ცეკვა თამაშით.

როგორი უნდა იყოს სერიოზული აქცია, როგორც ჩანს, ეს მაინც სასწავლი გვაქვს და დავაკვირდეთ."

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.