წარმოიდგინეთ, მილიარდები რომ აქვს ის პარტია, რომელიმე ოპოზიციონერთან მივიდეს და უთხრას, ამდენ მილიონს გადაგიხდითო, რაღაც მილიონზე ხომ ყველა დავთანხმდებით? 100 მილიონზე ხომ ყველა დათანხმდება? უბრალოდ ძვირის გადამხდელებს არ ჰგვანან,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - მიმდინარეობს თუ არა, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მმართველი ძალის მხრიდან ვაჭრობა ხმების მოსაგროვებლად.
„ჩემთან ადრეც არ მოსულან, როცა იუსტიციის საბჭოს ამბები ირკვეოდა, ან სხვა ამბები რომ ირკვეოდა, თავიანთთვის არკვევენ, ვისთანაც ამ თვალსაზრისით ალბათ, მიესვლებათ... არსებობს რაღაც გარკვეული რადიკალური პოზიციები „ნაცმოძრაობაში“, რომლებიც ამბობენ, ჩვენ სალომეს რატომ ვიცავთ, თუ პრეზიდენტს არ შეიწყალებსო და ა.შ. მე მომისმენია გია ბარამიძე მსგავსს, რომ ამბობდა, ისეთი ხალხი, რომელიც მიშას გულშემატკივარია და კიდევ სხვა ადამიანები, ასეთ პოზიციებს აჟღერებენ.
როგორც ჩანს, მე უკეთესი წარმოდგენა მაქვს ჩემ კოლეგებზე და ვთქვი, ვინაიდან საჯაროდ ასეთი ამბავი გახურდა, „ქართული ოცნებაც“ ბევრის გადამხდელს არ ჰგავს, სერიოზულ „კუშებზე“ რომ იყოს საუბარი, ხალხმა ცხოვრება აიწყოს და ა.შ. მგონია, რომ უფრო ჩავარდნისკენ მიდის ეს პროცესი“, - განაცხადა ხვიჩიამ.