მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენი კოლეგები ოზოციიდან თავს იფასებენ და ამბობენ, არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ჩემი აზრით, და კიდევ ერთხელ ეცდებიან პარაზიტირებას ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის არჩევნებში ოლიმპიური პრინციპით მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, თუ პარტია არსებობს, ის არჩევნებში უნდა იღებდეს მონაწილეობას. რაც შეეხება, ჩვენს კოლეგებს, მიუხედავად იმისა, რომ თავს იფასებენ და ამბობენ, არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ჩემი აზრით, ეგენი ქართველ ხალხს პატივს არ სცემენ და კიდევ ერთხელ ეცდებიან პარაზიტირებას ამ არჩევნებზე. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს. ვგულისხმობ, პარაზიტირებს ისე, რომ მოსაგებადაც არ იბრძოლებენ. მოგება თუ უნდათ, ჩემი აზრით, ახლა უნდა თანხმდებოდნენ მერობის კანდიდატზე, რომელიც არცერთი პარტიიდან არ არის, კარგ კაცად იცნობენ ამ ქალაქში და ყველა პოლიტიკური პარტია მას უნდა უჭერს მხარს. ეს არის გამარჯვების ფორმულა დიდ ქალაქებში, უბრალოდ, ვინაიდან მსგავსი რაღაცები ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, მიმაჩნია, ისინი არ იბრძვიან გამარჯვებისთვის და მათთვის ოლიმპიური პრინციპით მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება. ოპოზიციაში უთანხმოების ბევრი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს, მაინცდამაინც თანხმობა არასდროს არაფერზე ყოფილა, გარდა ამისა „ქართული ოცნებაც“ საკუთარ გასაკეთებელს იზამს და შეძლებისდაგვარად აურევს ამ მღვრიე წყალში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.