„პრეზიდენტის ქარტია არავის ახსოვს და არჩევნების შემდეგ გავიხსენებთო. ჩვენ სწორედ ამის გვეშინოდა და ვამბობდით, რომ ქარტია სხვანაირი უნდა იყოს-თქო. ადამიანები ქარტიას უნდა მიჰყვნენ და არა არჩევნების შემდეგ მივხედავთო“, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
"ამის კონტურები არის და კოლეგებს გაერთიანებისთვის წარმატებებს ვუსურვებთ. სვეტი ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში 300 ოპოზიციური პარტია არსებობს", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.