მე ბატონ მიხეილს [სარჯველაძე] კარგად ვიცნობ და მას წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩემი აზრით, წინა მინისტრს ყველა ვარიანტში აჯობებს. საარჩევნო პერიოდია და დიდი მოლოდინი გარდა წინასაარჩევნო პოპულისტური პროექტებისა, ჯანდაცვის სამინისტროსგან არავის აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიცნობ ბატონ მიხეილს კარგად და მას წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნავს დეპუტატი.

პრემიერმა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.