"შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლები ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას." – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
"დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი თუ უბრალოდ იდიოტები არიან" – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ტრამპის მხარდამჭერი ბლოგერი ჩარლი კირკი, რომელსაც ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა