იაგო ხვიჩია: ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა

1667561168
„სიტყვა „ოლიგარქი“ არ მომწონს და არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. - ამის შესახებ შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა.
იაგო ხვიჩიამ ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დასმულ კიდევ ერთ კითხვას: გვყავს თუ არა ქვეყანაში ოლიგარქი და ოლიგარქები? ასევე, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს გავლენა დღევანდელ ხელისუფლებაზე?
„სიტყვა „ოლიგარქი“ არ მომწონს და არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა იყო ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ გვყავდა ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძეც და ა.შ.
რა საკვირველია, ბიძინა ივანიშვილს აქვს დღეს გავლენა ხელისუფლებაზე და ამ ხელისუფლების მთავარი ლეგიტიმაციის წყაროც ბიძინა ივანიშვილია. მე რომ მჯეროდეს, ბიძინა ივანიშვილი სრულად არის ჩამოშორებული ქართულ პოლიტიკას, ალბათ, უფრო ვინერვიულებდი ამ სიტუაციაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.