"ბევრი რამე შეიძლება ჰქონდეთ არაბებს უფრო ძვირფასი, ვიდრე ბატონი პოლოლიკაშვილის თანამდებობაა საქართველოსათვის' - წერს პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.

"ბევრი რამე შეიძლება ჰქონდეთ არაბებს უფრო ძვირფასი, ვიდრე ბატონი პოლოლიკაშვილის თანამდებობაა საქართველოსათვის.

არ ვაკნინებ ამ თანამდებობის მნიშვნელობას, პირიქით, ამაზე მაღალ თანამდებობაზე შეიძლება არც ერთი ქართველი არ იყოს ახლა სამყაროს სხვა წერტილში.

(თუ არ ჩავთვლით ხვიჩა კვარაცხელიას “თანამდებობას” პარიზში).

საქმე მხოლოდ იმაშია, რომ არაბებს ბევრად მეტი შეუძლიათ.

საქართველოსთვისაც საკუთარი წარმომადგენლის მაღალ თანამდებობაზე ყოფნაზე ღირებულიც შეიძლება შემოეთავაზებინათ რამე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს სრულიად გაუმჭვირვალე და არასაჯარო პროცესია, ხალხის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე და პოსტ ფაქტუმაც კი არავინ გვეუბნება, თუ ვისთან და რაში გაიცვალა ეს."- წერს იაგო ხვიჩია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა  დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა.  ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, მისი კანდიდატურის გამოწვევა 

"როცა ვინმე ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ პასუხობენ. მან (ზურაბ პოლოლიკაშვილმა) სცადა ისეთი რამ, რის გამოც დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა და არ დაიმსახურა პასუხი" -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ,  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა, მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.