ქოცებმა ნაცვლად იმისა რო გაეტყიპათ ბერაია, თქვეს, რომ თქვენ უარესად მოექეცით თეა წულუკიანსო.
იგულისხმება ოპო ქალების მიერ “რუსსკი კარაბლ იდი ნა ხუი” ბანერის გაშლა. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტოს დეპუტატი, "გორჩის" წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
"მთელ სამყაროში ყველას ესმის, რომ ეს გამოთქმა, თეა წულუკიანს არ მიემართება, და თუ ამ ბანერს გიშლიან (მე არ მომწონს არც ეს ფორმა და წულუკიანთან ამის გაშლაც უაზრობად მიმაჩნდა), პირად შეურაცხყოფას კი არ გაყენებენ, არამედ ამით შენს პრორუსულ კურსს აკრიტიკებენ.
შეიძლება შენ პრორუსად არ მიგაჩნდეს თავი და ეს შეურაცხყოფად მიიღო, მაგრამ ეს “საქმიდან” გამომდინარე კრიტიკად რჩება და შენს აზრს, მოსაზრებას, იდეას აკრიტიკებენ ამით და არა შენი პირადი ცხოვრების წესს.
“შენი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენა” კი საერთოდ სხვა რამეა და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას ბერაია ეტყოდა აქუბარდიას თუ რომელიმე ოპო კაცი ეტყოდა რომელიმე ქართული ოცნების პოლიტიკოს ქალბატონს. დარწმუნებული ვარ, ოპოს რო ეთქვა ეს, ქოცები საკადრის პასუხს გასცემდნენ ნებისმიერ ჩვენგანს და მართლებიც იქნებოდნენ, მაგრამ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ მე იგივე რეაქცია მექნებოდა.
იმის თქმა მინდა, რომ წულუკიანის ქეისის აქ მოყვანა ისეთივე უაზრობაა, როგორც იმის თქმა, რომ “გრძელი ენის ყველგან ყოფნაში” მხოლოდ ჭორაობა იგულისხმება.
ბერაიას რაც შეეხება, ეგ მარტო იმიტომაა გასაგდები პარლამენტიდან, რომ საკუთარ მოადგილეს, მასთან ერთად მივლინებაში მყოფს, აეროპორტის მოსაცდელში ვისკის დალევა პარლამენტის სხდომაზე წამოაძახა.
არაფერში ეს არ წერია." - წერს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"
მოგვიანებით პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ