"დარწმუნებული იყავით, მაქსიმუმ შეიძლება, პატივი დაგდოს და ერთხელ შეგატაროს იმ მავზოლეუმში წითლიძემ, მაგრამ სააკაშვილის ბოტასებს და ტანისამოსს ვერ ემთხვევით. ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ, დღე და ღამ შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ძლივს ერთი ბოტასი ჩაიხუტა".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა დეპუტატ იაგო ხვიჩიას გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილი ღირსებისგან და მორალისგან დაცლილი ადამიანია.

„ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და ნახმარ ტანისამოსზე, არ მინდა, აქ საზოგადოებას მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ, ბატონო იაგო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საცვლებთან დაკავშირებითაც კი ძალიან დიდი დეფიციტი არის იმ მავზოლეუმში. დარწმუნებული იყავით, რომ მაქსიმუმ, რასაც შეიძლება მიაღწიოთ, შეიძლება, პატივი დაგდოს და ერთხელ შეგატაროს იმ მავზოლეუმში წითლიძემ, მაგრამ არამც და არამც იმ ბოტასებს და ნახმარ ტანისამოსს ვერ ემთხვევით. ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ, გამორიცხულია, ასე მარტივად რომ ხდებოდეს. დღე და ღამ შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ძლივს ერთი ბოტასი ჩაიხუტა, რას ლაპარკობთ, ახლა თქვენ გგონიათ, რომ ასე მარტივად იქნება ეს ამბავი? ან გიორგი ბარამიძე და სხვები დაგითმობენ მის ნახმარ ტანისამოსს, თუ როგორ გგონიათ ეგ. ახლა სერიოზულად რომ გითხრათ, რაც შეეხება ამ ტრაგიკომედიას, ძალიან დიდი სირცხვილია. გეუბნებით, გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდადებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი. შეიძლება, იყო მსჯავრდადებული ადამიანი, მათ შორის ძალიან მძიმე დანაშაულის გამო, მაგრამ არ იყო ღირსებისგან დაცლილი და უფარჩაკესი.

იაგო, პარლამენტის წევრი ხომ შეხვდი სააკაშვილს, პარლამენტში არ მახსოვხარ, ისეთი გამოწკეპილი იყავი სააკაშვილთან რომ შედიოდი. კაცურად მითხარი, თეთრი საროჩკით, დიდის ამბით რომ მიხვედი, რაზე ელაპარაკე, რა უთხარი? არ ჰკითხე, ყველაფერზე რომ საუბრობ და არაფერს ლაპარაკობ მძიმე ბრალდებებზე პროკურორები რომ გიყენებენ, მსჯავრდადებული რომ ხარ, პასუხი გაეცი, რისთვის ჩამოვიდა აქ? მოისმინეთ ხომ მისი განცხადებები არეულობასთან, სისხლის ღვრასთან დაკავშირებით. მაინტერესებს ახლა, ელემენტარული ლოგიკა ხომ გაქვთ, თქვენ ხომ მაინც დიდად განსხვავდებით ყოველ შემთხვევაში ანა წითლიძისგან და სხვებისგან, ფარჩაკებისგან, უმსგავსოებისგან. სააკაშვილი რომ იძახის, თურმე ახლა რუსები შემოვლენ და დაგვამხობენ, ჩვენ თუ რუსეთუმეები ვართ, როგორ დაგვამხობენ, მაინტერესებს? მისი ეს აბსურდი, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები არ გაინტერესებთ, რომ პასუხი გასცეს, როგორ ხარჯავდნენ საკუთარი საჯდომის კორექციისთვის ფულს, ქართველი ხალხის ფულს და ახლა გამოდიხარ, გონი დაატანეთო, ეგ ხომ შეურაცხყოფაა, არ გამოვა ეგ ამბავი. ნახეთ, რუსულ საქმეს ვინ აკეთებს, აკეთებენ სამადაშვილები და სხვები. ქალბატონი სამნიძე აგერ ზის, ხატიაც აქ არის, დააკონკრეტეთ, ვის გულისხმობდა. რუსულ საქმეს აკეთებთ თქვენ, როცა კანდიდატის სტატუსი არის ახლოს და ქვეყანა იმსახურებს ამას. როდესაც კანდიდატის სტატუსს ელოდება ქვეყანა და მაღალი ალბათობით, ამას მიიღებს, ახლა ატეხეთ ერთი ამბავი და იძახით, გადატრიალებები, რაღაცები. რატომ ხდება ეს, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს? დიახ, თურმე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჰკითხეთ ერთი სამნიძეს და ვინც ამას აკეთებს, ის არის რუსული საქმის გამკეთებელი. და ვინ არის რუსული საქმის გამკეთებელი? მიხეილ სააკაშვილი, კარგად იცით ეგ თქვენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.