ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ქართულ საზოგადოებას, რომ არც ქალბატონი სალომეს ნდობა შეიძლება და არც ამ ოპოზიციის. ამიტომ, ბევრად მეტი უნდა გვეფიქრა მაშინ, როდესაც ნდობას ვუცხადებდით ამ საზოგადოებას. დღევანდელი უგეგმობა და ის, რომ დამალული არიან ფრონტის წინა ხაზიდან, ქართული ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი გასართობია. - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

"მოგეხსენებათ, ჩვენ ამ არჩევნების შედეგად ხალხმა არ მოგვცა საკმარისი მანდატი, რათა ჩვენ ამ საქმის წინამძღოლები ვიყოთ, თორემ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა, როგორც ახლანდელი ოპოზიციის პირობებში ხდება. ამიტომ, ჩვენ ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას, საზოგადოებას ველაპარაკებით. გვინდა, რომ მათი რაოდენობა გავზარდოთ, თორემ, „ნაც-ქოცურ“ პოლიტიკურ პროცესს ჩვენ ვერ შევცვლით, რადგან მოსახლეობის 97%-მა ამ ბრძოლას „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის დაუჭირა მხარი. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მორჩება ხალხის არჩევანი და მერე ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, როდესაც ან საზოგადოება დაინახავს, რომ ასე გაგრძელება არასწორია, ან პოლიტიკოსები დაინახავენ საკუთარი ქმედების არასწორობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.