„გირჩი“-ს ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 29 აპრილს დაპირისპირების რისკი არსებობს, რადგან ხელისუფლებამ კონტრაქცია დაგეგმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „გირჩი“ „არა, რუსულ კანონს“ აქციის სულისკვეთებას უჭერს მხარს, არ სურს „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყვანილ ხალხსაც რამე დაემართოს.

„29 აპრილს თუ ორი აქცია იქნება დაპირისპირების შანსი იარსებებს. „გირჩი“-ს წევრებს ატრიბუტიკა, დროშები ექნებათ, რათა ადამიანებმა მიხვდნენ, ვინ ვართ და შუაში ჩავდგებით. გვინდა ორივესთან მიგვესვლებოდეს. „არა, რუსულ კანონს“ აქციის სულისკვეთებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყვანილი ხალხიც ჩვენი მომავალი ამომრჩეველია და არ გვინდა, მათ რაიმე დაემართოთ, ვინმემ აბულინგოს ან შეურაცხყოს. ორივე აქციის მონაწილეთა გვერდით ვდგავართ, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც სამსახურის დაკარგვის შიშით, ასეთ სათაკილო აქციაზე დგომა მოუწევთ. დაპირისპირების რისკი არსებობს, რადგან ხელისუფლებამ კონტრაქცია დაგეგმა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.