„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, უკვე ჩავლილი ამბავია, ოპოზიციიდან ვინ დაწერს და ვინ არა მანდატებზე უარის თქმის განცხადებებს.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია პოლიტიკურად განადგურდა.
„61 განცხადება არ არის დაწერილი, მათ შორის არც 25 და არც 26 ნოემბერს. თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, მაინც განადგურებულია, თუ არ შემოვლენ – პოლიტიკურად გაკოტრებული არიან. დავაკმაყოფილებთ თუ არა? ასეთი რადიკალები არათუ პარლამენტში, არამედ პოლიტიკაშიც არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.