„შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება პაატა ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს, რაც შეიძლება, კარგად გამოუვიდეს. დავნაძლევდეთ და ვნახოთ, 20:00 საათზე ხელისუფლება იქნება თუ არა გადაცემული. თუ ასე არ იქნება, გამობრძანდეს და სადაც უნდა, იქ იმღეროს ეს სიმღერა. ის პროცესები, რომლებიც უცხოელებს აქვთ დაგეგმილი, არც პაატა ბურჭულაძის და არც სხვა აქტივისტების დონეზე არ წყდება. – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ვიცით, რომ ძალადობრივი აქციები, რევოლუციური სცენარები არა აქ, არამედ უცხოეთში იგეგმება. ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები კარგად ფლობენ ვითარებას. როგორც წინა პერიოდში, ახლაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე მოხდება იმის განეიტრალება, რაიმე ძალადობრივი თუ იქნება აქციაზე. ვხედავთ, იციან, რომ „ნაცმოძრაობას“ და მათ ფილიალებს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვთ. ამის ფონზე, შეიძლება, არეულობის, ძალადობრივი აქციების გარკვეული მცდელობები იყოს, მაგრამ ისიც კარგად ჩანს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, სახელმწიფო ინსტიტუტებით. რაც მთავარია, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან მშვიდობიან პროცესს მორალური მხარდაჭერა აქვს და ვერავინ ვერაფერს შეძლებს, შესაძლოა, უბრალოდ მცდელობები იყოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა: 4 ოქტომბერს მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება, ტექნიკური მთავრობა იქვე გამოცხადდება - 8:00 საათზე ხელისუფლება უკვე გადმობარებული უნდა იყოს