"ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ინიციატივაზე აცხადებს, რომ ვინც ხელისუფლების "მშვიდობიან დამხობას" მოისურვებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს. 

"არა მარტო ხაბეიშვილი, ბევრი ამბობს ამას - "მშვიდობიან დამხობას" და მტკიცებულება ერთ-ერთი ეს არის, რომ 30-კაციან აქციაზე ერთ-ერთი ნახეს შეიარაღებული, მათ შორის, სახლში ჰქონდა სხვა იარაღები. ასე, რომ ეს მშვიდობიანი დამხობა თავისთვის შეინახონ. ვინც ამას მოისურვებს, მშვიდობიანად დაკავდება სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ,  ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში - ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ