"რომ არა  „ხალხის ძალის“ ასეთი პოლიტიკა და ხელისუფლების პრაგმატული ნაბიჯები, დღეს, სამწუხაროდ, იქნებოდა ის, რაც უკრაინაში ხდება." - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რასაც უსაფრთხოების სამსახური ამბობს, საზოგადოებისთვის არის საინტერესო, ხოლო  „ხალხის ძალა“, უფრო მეტს იტყვის, რადგან საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

„არ ვიცი იმაზე მეტი მტკიცებულება, როგორიცაა, მაგალითად, მარტის მოვლენები, როდესაც ოპოზიცია სათავეში ჩაუდგა კრიმინალურ პროცესს - მოლოტოვის კოქტეილების დამზადებასა და პოლიციელების ცოცხლად დაწვას. ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ, მერე მათი ქმედებებით მტკიცდება ხოლმე. ეს არის მთელი ნეგატიური რეალობა.

 ის, რასაც უსაფრთხოების სამსახური ამბობს, საზოგადოებისთვის არის საინტერესო, ხოლო ჩვენ, „ხალხის ძალა“, უფრო მეტს ვამბობთ და ვიტყვით, რადგან საზოგადოებამ ინფორმაცია უნდა იცოდეს.

 რომ არა ჩვენი ასეთი პოლიტიკა და ხელისუფლების პრაგმატული ნაბიჯები, დღეს, სამწუხაროდ, იქნებოდა ის, რაც უკრაინაში ხდება.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.