საინტერესო სურათი მივიღეთ - ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ მიღება ხელს შეუწყობს ფინანსურ გამჭვირვალობას და იგივე კანონი საქართველოში ხელს შეუშლის არასამთავრობო სექტორს; ეს კანონი ამერიკაში უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას - იგივე კანონი საქართველოში საფრთხეებს შეიცავს, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას. 

მისივე თქმით, ყველა უცხო ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს

თუ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოში ის კანონები უნდა მივიღოთ, რომლებსაც აშშ-ის ელჩი ან ამერიკა გვეტყვისის ადამიანი უნდა გავუშვათ ციხიდან, ვისზეც ისინი მიგვითითებენ და ა.., ცოტა ხანში, პირდაპირი ტექსტით გვეტყვიანამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ და ჩვენ რასაც გეტყვით, ის გააკეთეთო. ამას ისინი ახლაც ამბობენ სხვადასხვა მესიჯით, თუნდაც ამ კანონთან დაკავშირებითმაგრამ ამას უკვე პირდაპირი ტექსტით იტყვიან, როგორც ბრიუსელიდან, ისევაშინგტონიდან. ამიტომაც დავაინიცირეთ, ზუსტად ერთი ერთში, ამერიკული კანონპროექტი და ამიტომაც არის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს. ორივე კანონპროექტზე საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს ხომ არ არის დამალული დოკუმენტი, ხალხი არ იცნობდესარსებობს ინგლისური და ქართული ვერსია, თუ აშშ-ში თვლიან, რომ ჩვენი ზუსტად ნათარგმნი ქართული ვერსია არ ემთხვევა ამერიკის ვერსიასთვითონ თარგმნონ. დაახლოებით 5-6 გვერდია“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოშივე უნდა წყდებოდეს, თუ რომელ კანონს მიიღებს საქართველო და რომელს - არა.

სამწუხაროარომ უკვე თეთრზე შავის თქმა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არ გვესმის. ეს არის ძალიან ცუდითუ ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ სრულყოფილი სუვერენიტეტი არ გვჭირდება, - ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვამბობთ, რომ არცერთი ქვეყნის, არც რუსეთის და არც სხვა ქვეყნის მონობა არ გვინდა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს, რუსეთის მონობა არ გვინდაო (თუმცა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის), აქვე ამბობს, რომ თუ აშშ-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მონა ვიქნებით, არაუშავს. ამას ისინი პირდაპირ ამბობენ. აქედან გამომდინარე, ეს კოლონიური აზროვნება არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და საქართველოშივე უნდა წყდებოდეს, რა კანონი უნდა მიიღოს ქვეყანამ და რა - არა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა