თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! - ხმა ჩაიგდეთ! შენი მასწავლებლობა არავის სჭირდება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ლელოს" წევრების მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და სალომე სამადაშვილის მისამართით თქვა, რომ არის "რუსეთის შემომყვანი".
პარლამენტი "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს, რასაც თან ახლავს სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის.
პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, "საარჩევნო კოდექსში" სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.