ხაბეიშვილის დილა ასე იწყება, გარიცხავენ, თუ არ გარიცხავენ, საკითხავი აი, ეს არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილმა კარგად იცის, რომ ნიკა მელიას ყოფნა ახლა აზიანებს არა მხოლოდ მას, ზოგადად, ბევრ არაფორმალურ მმართველს.

„ეს არის ძალიან კარგი პროცესი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მიიღო ის, რასაც იმსახურებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. სხვას ეუბნებოდა, რომ ვადამდელი არჩევნები იქნებაო და თვითონ მიიღო ვადამდელი არჩევნები. ეუბნებოდა, რომ არეულობა და რევოლუცია იქნებაო და თვითონ მიიღო პარტიაში.  ამიტომ, ახლა მელია გასაგებია, რომ ღირსებას პატივს არ სცემს და არ მიდის პარტიიდან , რომელსაც ლანძღავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის სავარაუდოდ, ცდილობს, რომ თავისი ამომრჩევლები მაქსიმალურად გამოიყვანოს „ნაცმოძრაობიდან“ და დააზიანოს ეს პარტია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.